რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ემბარგოს შემდეგ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნავთობის ყიდვას 2023-ის ბოლომდე მაინც შეძლებენ – Reuters

Reuters

ევროკავშირის მიერ რუსულ ნავთობზე შესაძლო სრული ემბარგოს დაწესების შემდეგ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსეთთან ვაჭრობას 2023 წლის ბოლომდე მაინც შეძლებენ. ინფორმაციას Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც BBC წერს, ევროკავშირი ამ ნაბიჯით იღებს ზომებს, რათა რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებულმა ქვეყნებმა სანქციების ახალ პაკეტს ვეტო არ დაადონ. შედეგად ორივე ქვეყანა ჩაერთვება ევროკომისიის მიერ შეთავაზებულ რუსულ ნავთობზე სრულ ემბარგოში.

უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის ემბარგოს რუსეთის იმპორტულ ნავთობსა და გაზზე კვლავ ეწინააღმდეგებიან. მეორე მხრივ, 1 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანია ევროკავშირის სრულ ემბარგოს მხარს დაუჭერს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები