რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლს მიღმა, ოკუპანტებმა 220 ბავშვი მოკლეს - უკრაინის პროკურატურა

რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, რუსულ აგრესიას 220 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 407-მა ბავშვმა. ყველაზე მეტი ბავშვი უკრაინის შემდეგ ოლქებში დაშავდა: დონეცკში - 139, კიევში - 115, ხარკოვში - 95, ჩერნიგოვის - 68, ლუგანსკის - 37, ნიკოლაევის - 43, ხერსონის - 46, ზაპოროჟიეს - 27, სუმის - 17, ჟიტომირის - 15.

უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მონაცემები საბოლოო არაა, რადგან დაბომბვის ადგილების შემოწმება აქტიური საომარი მოქმედებების ზონებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუძლებელია.

დაბომბვების შედეგად დაზიანდა 1 584 სასწავლო დაწესებულება, მათგან 118 მთლიანად განადგურდა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაშიინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები