რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკომისიამ პატრიარქ კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა – DW

Alamy Stock Photo

ევროკომისიამ რუსეთის პატრიარქ კირილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა. ინფორმაციას Deutsche Welle AFP-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პატრიარქ კირილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები ეკონომიკური ზომების ახალი პაკეტის ნაწილია, რომელზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა ისაუბრა.

AFP-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ახალი სანქციები 58 ადამიანის წინააღმდეგ წესდება, მათ შორის, რუსი სამხედროების და კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის ოჯახის წინააღმდეგ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები