რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ავდიივკაში ქარხანა დაბომბეს – დაიღუპა 10 ადამიანი, დაშავდა 15

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ავდიივკაში ქარხანა დაბომბეს - დაიღუპა, სულ მცირე, 10 ადამიანი, დაშავდა 15. მოქალაქეები მუშაობის დასრულების შემდეგ სახლში დასაბრუნებლად ავტობუსს ელოდებოდნენ. 

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკომ წერს, რომ მონაცემები დაზუსტდება - მსხვერპლი, სავარაუდოდ, დიდი იქნება. 

"რუსებმა ზუსტად იცოდნენ, სადაც უმიზნებდნენ - მუშებს ცვლა ახალი დასრულებული ჰქონდათ და გაჩერებაზე ელოდნენ ავტობუსს, რომელიც მათ ქარხნიდან სახლში წაიყვანდა". - წერს ის. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები