ბორჯომი

ბორჯომში ქალს ქმარმა 16-მდე ჭრილობა მიაყენა

www.geo.tv

ბორჯომში 40 წლამდე ქალს ქმარმა 16-მდე ჭრილობა მიაყენა. ქალი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია, სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

"ქალი მრავლობითი დაზიანებით 13:45 საათზე შემოიყვანეს. 16-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. დაზიანებული იყო შინაგანი ორგანოები, ჩაუტარდა ოპერაცია, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში". - გამოცემის ცნობით, ამბობს ბორჯომის ჯეო ჰოსპიტალის ხელმძღვანელი, ირაკლი დიასამიძე.

ტაბულა მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებიდან დამატებით დეტალებს ელოდება.

კომენტარები