რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნენსი პელოსი ვარშავაში ანდჟეი დუდას შეხვდა

Janek Skarzynski/AFP/Getty Images

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას ვარშავაში შეხვდა.

ანდჟეი დუდამ შეხვედრისას აღნიშნა, რომ მოხარულია პელოსის ვიზიტითა და შესაძლებლობით, აშშ-ს დელეგაციასთან ერთად განიხილოს გზები, თუ როგორ შეიძლება უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარნონ.

მანამდე, 30 მარტს ნენსი პელოსი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევში შეხვდა. პელოსმა აღნიშნა, რომ აშშ რუსეთის პროვოცირების შიშით არ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები