რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის 9 000-ზე მეტ საქმეს იძიებს – გენპროკურორი

Mikhail Palinchak/SOPA Images/Getty Images

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თქმით,  პროკურატურა რუსეთის ძალების მიერ ჩადენილ 9 158 სავარაუდო ომის დანაშაულის საქმეს იძიებს.

"ჩვენ უკვე დავადგინეთ კონკრეტული ომის დამნაშავეები. მაგალითად, კიევის ოლქში 15 ადამიანია, მათგან 10 ბუჩაში. მათ პასუხს ვაგებინებთ წამების, გაუპატიურებისა და ძარცვისთვის". – თქვა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.

ვენედიქტოვას თქმით, ეს საქმეები მოიცავს კიევის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებს. ამასთან, გენპროკურორი აღნიშნავს, რომ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო ახალი საქმეები ყოველდღიურად ჩნდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები