კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 72 შემთხვევა, დღიური დადებითობა 0.99%-ია

კორონავირუსით საქართველოში კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. 1 მაისის მონაცემებით, ჩატარდა 7 287 ტესტი და დადასტურდა 72 ახალი შემთხვევა. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.99%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 0.99% ხოლო 7 დღის მანძილზე - 0.85%.

72 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 41 შემთხვევა, აჭარა - 8, იმერეთი - 7, ქვემო ქართლი - 5, შიდა ქართლი - 2, გურია - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 4, კახეთი - 1, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 136 საიდანაც, 287 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 166, აჭარაში - 7, იმერეთში - 75. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 68 პირი, მათ შორის, თბილისში - 45, აჭარაში - 5, იმერეთში - 8. 849 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 655 170 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 637 198 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 810.

კომენტარები