ბორჯომი

ღარიბაშვილი ბორჯომზე: აქტიურად ვმუშაობთ, მოქალაქეებს სასიამოვნო ინფორმაციას მალე ვეტყვით

ბოლო დღეებში გვესმის პრობლემა - მოგეხსენებათ, რომ ბორჯომის მესაკუთრე არის სანქცირებული. ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ. ამის თაობაზე ჩვენს მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას. არ მინდა, დეტალებზე ვისაუბრო დღეს, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ამ პრობლემაზე, ამ საკითხზე ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესები.

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. კომპანია ბორჯომი სანქციების გამო წარმოებას დროებით აჩერებსIDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტს Alfa Group-ი ფლობს. Alfa Group-ის დამფუძნებელი კი რუსი სანქცირებული მილიარდერი, მიხაილ ფრიდმანია. 

კომენტარები