რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

დიდი შანსია, რომ მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დასრულდეს – ზელენსკი

Efrem Lukatsky/AP

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი ფიქრობს, რომ დიდი შანსია, მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდეს. ინფორმაციას უკრაინული მედიაზე, Interfax Ukraine-ზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.

"ხალხს [უკრაინელებს] მათი [რუსი ჯარისკაცების] მოკვლა სურთ. როცა ასეთი დამოკიდებულება არსებობს, ძნელია ამ თემებზე საუბარი". - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ

კომენტარები