რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინამ პარტნიორი ქვეყნებისგან С-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიიღო – უკრაინა

რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-300

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით,  საჰაერო ძალებმა მოკავშირე სახელმწიფოებისგან  С-300-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მიიღო, რამაც, უწყების ინფორმაციით, მნიშვნელოვნად გააძლიერა საჰაერო თავდაცვა სამხრეთ რეგიონში. 

"С-300 ეფექტურად უწევს წინააღმდეგობას რუსი ოკუპანტების ობიექტთა დიდ ნაწილის და შეუძლია, ჩამოაგდოს თვითმფრინავი, ფრთოსანი რაკეტები და ბალისტიკური რაკეტები 5-დან 150 კმ-მდე". - ვკითხულობთ უწყების Telegram არხზე. 

მანამდე, 8 აპრილს სლოვაკეთმა უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდასაცავად С-300-ის სისტემა გადასცა

С-300-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განკუთვნილია საჰაერო თავდაცვისთვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ უკრაინელ სამხედროებს ამ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ერთ-ერთი მთავარი სირთულე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში არის ის, რომ მათ სჭირდებათ ისეთი სისტემები, რომლის გამოყენებაც იციან და მათ მუშაობაში მოსაყვანად გადამზადება არ დასჭირდებათ, რისი დრო და გარემოც ფიზიკურად არ არსებობს


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაშიინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები