რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ილონ მასკმა TESLA-ს POWERWALL-ის ენერგიის დაზოგვის სისტემები უკრაინაში გააგზავნა

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელი, ილონ მასკი
DW

ილონ მასკმა TESLA-ს POWERWAL-ის ენერგიის დაზოგვის სისტემები უკრაინაში გააგზავნა. მასკის მიერ გაგზავნილი სისტემით მომარაგდება ორი კლინიკა ბოროდიანკასა და ირპინში. შედეგად, კლინიკებს ელექტროენერგიასთან წვდომა მუდმივად ექნებათ. 

"გარდა Starlink-ისა, ილონ მასკმა უკრაინაში Tesla Powerwall-ის ბატარეები გამოგზავნა. დღეს ორმა ამბულატორიულმა კლინიკამ ბოროდიანკასა და ირპინში მიიღო მზის პანელები და Tesla Powerwall-ის ენერგიის დაზოგვის სისტემები. ამ მზის პანელებმა და გენერატორებმა დიდი პოპულარობა მოიპოვეს ამერიკაში. Powerwall-ის ენერგოსისტემა არის უაღრესად ავტონომიური და უზრუნველყოფს სარეზერვო ენერგიას ელექტროენერგიის შეწყვეტის დროს.
ეს უახლესი ტექნიკა დაეხმარება უკრაინელებს იმ რაიონებში, სადაც რუსეთის ოკუპაციის გამო ყველაზე მეტად დაზარალდნენ." - წერს Facebook-ზე ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილ ფიოდოროვი. 

მანამდე, მასკი დათანხმდა ფიოდოროვის თხოვნას, Starlink-ის სადგურით უკრაინისთვის ინტერნეტის მიწოდებაზე


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაშიინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები