ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა – 28 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.8 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 2.09 თეთრით გამყარდა. 28 აპრილის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0597 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.2157 ლარი.

9 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვებიდან 39 570 00 დოლარი გაყიდა. მას შემდეგ, ლარი დოლართან 35 თეთრით, ხოლო ევროსთან - 45 თეთრით გამყარდა. იქამდე, ორი კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტა ჯამში 40 თეთრით გაუფასურდა.

იანვარ-თებერვლის რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, რასაც თიბისი კაპიტალი ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებდა და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებდა, ვიდრე კიდევ უფრო მეტად გამყარებას.

კომენტარები