რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში 27 აპრილისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

უკრაინელი სამხედრო

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმში მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს. ოკუპანტებმა იზიუმის დასავლეთით რამდენიმე პატარა ქალაქი აიღეს. 

25 აპრილს მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილები დგას, ქალაქ ტირასპოლში ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი ინციდენტი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი იყო. ამასთან ერთად, ორი მოტორიზებული შაშხანის ბატალიონი, რომელსაც რუსეთი ცივი ომის დასრულების შემდეგ უკანონოდ დნესტრისპირეთში ინახავს, არ არის საკმარისი ოდესაზე თავდასხმების განსახორციელებლად. 

რუსეთმა შესაძლოა მოლდოვას დესტაბილიზაციაც მოინდომოს. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის და სხვა რუსი ოფიციალური პირებისა და მარიონეტების კომენტარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ პუტინმა აღიაროს თვითგამოცხადებული პრიდნესტროვის მოლდოვის რესპუბლიკა (PMR) დნესტრისპირეთში. ამის შემდეგ PMR-ს რუსეთიდან დამატებითი სამხედრო დაცვის მოთხოვნა შეუძლია. ნებისმიერი ასეთი ქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის დაძაბულობას და დამატებით ზეწოლას მოახდენს ნატოზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში. რუსეთი შესაძლოა დნესტრისპირეთის უკრაინის ომში ჩართვას აპირებს დნესტრისპირეთის  ტერიტორიიდან უკრაინაზე თავდასხმებისა და დაბომბვის მიზნით. 

რუსეთის სამხედრო ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ფილტრაციის ზომებს“ იღებენ და  უკრაინის მოქალაქეებს იტაცებენ. უკრაინის მთავარმა სადაზვერვო სამმართველოს (GUR) ინფორმაციით, ოკუპანტები მსგავსს ზომებს ხარკოვში, ზაპოროჟიაში, ხერსონში, მიკოლაივში, ლუგანსკსა და დონეცკის ოლქებში იღებენ. „ფილტრაცია“ მიზნად ისახავს სრულწლოვანი მამაკაცების, ყოფილ სამხედრო და სამართალდამცავ პერსონალისა და პროუკრაინელი აქტივისტების დაკითხვას, წამებისა და შესაძლო სიკვდილით დასჯას. GUR-ის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინელ მძევლებს ყირიმში დამატებით აგზავნიან, რათა მომავალში ტყვეების გაცვლაში უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები რუს სამხედრო ტყვეებში გაცვალონ. 

უკრაინის სამხედრო ძალებმა, სავარაუდოდ, 27 აპრილს, ბელგოროდსა და ვორონეჟში რუსეთის ლოგისტიკურ ცენტრებზე უპილოტო ან შესაძლოა სარაკეტო დარტყმები განახორციელეს. რუსულმა წყაროებმა და სოციალურმა მედიამ რამდენიმე აფეთქების შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, რომელიც მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა ევფემისტურად დაადასტურა, რომ უკრაინული თავდასხმები იყო. უკრაინაში შეჭრა და „ბელგოროდ-ვორონეჟის საწყობების განიარაღება ბუნებრივი პროცესია".

  • რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმში მცირე, მაგრამ სტაბილურ ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს.
  • რუსეთის სახმედრო ძალებმა იზიუმის ფრონტზე ტაქტიკური სარაკეტო ნაწილები შეიტანეს. 
  • მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში რუსეთის უწყვეტმა თავდასხმებმა უკრაინელი დამცველების წინააღმდეგ წარმატებას ვერ მიაღწია.
  • ოკუპანტები იზიუმიდან სამხრეთით და რუბიჟნეს ჩრდილო-დასავლეთით ნელი, მაგრამ სტაბილური პროგრესის მიღწევას განაგრძობენ, მაგრამ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის თავდასხმები კვლავ წარუმატებელი რჩება.
  • ბრძოლა გრძელდება მარიუპოლში, სადაც უკრაინელი დამცველები, როგორც ჩანს, აზოვსტალის ქარხნის გარშემო პოზიციებს ჯერ კიდევ ინარჩუნებენ.
  • უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი ინციდენტი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი. 

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს. 

რუეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები