მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ქადაგიშვილი: ასე პატიმართა 99% იტყვის, რომ ციხე თრგუნავს და მოითხოვს უცხოეთს ან ბაკურიანს

დაახლოებით ასეთი სურათი გვაქვს, რომ - "ციხეში ყოფნა ჩემთვის დამთრგუნველია".

პენიტენციური სამსახური, ბუნებრივია, პასუხისმგებელია პაციენტის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ამავდროულად ჩვენ ვერ დავუშვებთ ისეთ რამეს ზოგადად, რომ "მარტო ის, რომ ჩემთვის ციხეში ყოფნა დამთრგუნველია და გამომდინარე აქედან, ხან უმადობა დამემართება, ხან რაღაცა", მაშინ პატიმართა 99% მოითხოვს იგივეს, რომ "ჩემთვის ციხეში ყოფნა ამა თუ იმ მიზეზის გამო დამთრგუნველია და ამა თუ იმ მიზეზის გამო დამემართა ის ავადმყოფობა, ეს ავადმყოფობა", და მოითხოვს თავისი პირობების მკვეთრად გაუმჯობესებას ან საზღვარგარეთ გაყვანით, ან ბაკურიანში წაყვანით და ზღვისპირას დასვენებით.

მე ახლა შეიძლება, ცოტას ვუტრირებ, არ მიყვარს პატიმარზე ასე საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ ესეთ სპეკულაციასთან გვაქვს დღესდღეობით საქმე, რადგან მას ციხის სამჯერადი კვება მიეწოდება, რომელიც რაციონითაა შედგენილი, ასვეე ამანათების მიღების სრული უფლება აქვს და სარგებლობს ამით. ამასთანავე, ციხეში არსებული მაღაზიაში შეუძლია ნებისმიერი პროდუქტი შეისყიდოს.

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი TV იმედის ეთერში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნით, ექსპრეზიდენტს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.

კომენტარები