ლარის კურსი

ლარი ევროსთან 6 თეთრით გამყარდა, დოლართან 0.1 თეთრით გაუფასურდა – 26 აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.1 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 6.31 თეთრით გამყარდა. 26 აპრილის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.0368 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.2473 ლარი.

9 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვებიდან 39 570 00 დოლარი გაყიდა. მას შემდეგ, ლარი დოლართან 35 თეთრით, ხოლო ევროსთან - 44 თეთრით გამყარდა. იქამდე, ორი კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტა ჯამში 40 თეთრით გაუფასურდა.

იანვარ-თებერვლის რამდენიმე კვირის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, რასაც თიბისი კაპიტალი ზომიერად ოპტიმისტურს უწოდებდა და სამომავლოდ მის გაუფასურებას უფრო მეტად პროგნოზირებდა, ვიდრე კიდევ უფრო მეტად გამყარებას.

კომენტარები