რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების საელჩო გაიხსნება – რუსული მედია

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში მალე დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების საელჩო გაიხსნება. 

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ მათ დიპლომატიურმა წყარომ მიაწოდა. 

"ჩვენ ვეცდებით ეს უახლოეს მომავალში [გავაკეთოთ], რაც უფრო მალე, მით უკეთესი. ჩვენ კონკრეტული სამუშაოებით ვართ დაკავებული". - ამბობს მედიის წყარო.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები