ილონ მასკი

ილონ მასკი Twitter-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდება

TND/Getty

სოციალური ქსელი Twitter-ი Tesla-ს და SpaceX-ის ხელმძღვანელის, ილონ მასკის შეთავაზებას დათანხმდა, ბიზნესმენი $44 მილიარდად Twitter-ის 100%-იანი წილის მფლობელი გახდება.

ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვის სურვილი ორი კვირის წინ გამოთქვა. SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი Twitter-ის თითოეულ აქციაში გეგმავს $54.20, შეთავაზებისას სავაჭრო ფასთან შედარებით 38%-ით მეტი, გადაიხადოს.

მანამდე, ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ "სერიოზულად ფიქრობდა" ახალი სოციალური პლატფორმის შექმნას, რადგან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა Twitter-ის ერთგულებას სიტყვის თავისუფლების მიმართ. მას სურს, პლატფორმაზე მნიშვნელოვნად გაზარდოს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტი. მისი განმარტებით, შენაძენი კომერციულ მიზნებს არ ემსახურება. 

5 აპრილს Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა $3 მილიარდის ღირებულების Twitter-ის აქციების 9.2% შეიძინა, რაც მას კომპანიის უმსხვილეს აქციონერად აქცევს. აღსანიშნავია, რომ მასკის შენაძენი ოთხჯერ აღემატება დამფუძნებლის, ჯეკ დორსის 2.25%-ს.

კომენტარები