საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2022

"გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს სახელმწიფო საქმიანობაში" – პუტინი მაკრონს ულოცავს

ვლადიმირ პუტინი და ემანუელ მაკრონი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ემანუელ მაკრონს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. 

"გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს თქვენს სახელმწიფო საქმიანობაში, ასევე ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია პუტინის განცხადებაში, რომელსაც კრემლი აქვეყნებს.

წინასწარი შედეგების მიხედვით, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 58.55%-ით გაიმარჯვა. მისმა ულტრამემარჯვენე კონკურენტმა მარინ ლე პენმა ხმების 41.45% მიიღო.

ემანუელ მაკრონი ბოლო 20 წელიწადში პირველი პრეზიდენტია, რომელიც ქვეყანას მეორე ვადით უხელმძღვანელებს.

კომენტარები