რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსმა დამპყრობლებმა აღდგომა უკრაინელების სისხლით გააწითლეს

President.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსმა დამპყრობლებმა უკრაინელების სისხლის დაღვრით უდიდეს მართლმადიდებლურ დღესასწაულზე დაამტკიცეს, რომ ჰუმანიზმი და ქრისტიანული მორალი მათზე არ არის. 

ამის შესახებ მან 25 აპრილს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოკუპანტმა უკრაინელებს აღდგომა სარაკეტო დარტყმებით "მიულოცა" 

"რუსეთს სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა შევთავაზეთ, მაგრამ მართლმადიდებლურმა სამყარომ დაინახა, რომ აღდგომა არაფერს ნიშნავა რუსი დამპყრობლებისთვის. მათთვის ეს მხოლოდ წითელი თარიღია კალენდარში, რისთვისაც საჭიროა განსაკუთრებული სიტყვები, განსაკუთრებული ქცევა, მაგრამ არა ის, რასაც რწმენა ჰქვია და არა ის, რასაც ქრისტიანული სიკეთე ჰქვია.

რუსმა ჯარმა ეს აღდგომა არა მხოლოდ კალენდარში გააწითლა სისხლით. ქრისტიანები ამას მშვიდობის დამყარების შესაძლებლობისთვის არ გააკეთებდნენ. ასე რომ, სანთლით ხელში ყოფნა ეკლესიაში არ ნიშნავს იყო ქრისტიანი. ყოველწლიურად აღდგომის აღნიშვნა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ იყო ადამიანი, იყო ქრისტიანი".- ამბობს ზელენსკი. 

აღდგომის დილას რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქი დაბომბეს. ოკუპანტების იერიშებმა 2 ბავშვის, 5 და 14 წლის გოგონების სიცოცხლე იმსხვერპლა. ასევე, ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს – დაიღუპა 1 ადამიანი.

კომენტარები