რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აღდგომის დილას დონეცკში ოკუპანტების დაბომბვამ 5 და 14 წლის გოგონების სიცოცხლე იმსხვერპლა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქი დაბომბეს. ოკუპანტების იერიშებმა 2 ბავშვის, 5 და 14 წლის გოგონების სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ გაავრცელა.

"აღდგომის დილას რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში, კერძოდ კი ოჩერეტინის დასახლებაში 2 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლეს. სახლი, რომელშიც დაღუპული 5 და 14 წლის გოგონების ოჯახი ცხოვრობდა, სრულად განადგურდა. იმას, რასაც ოკუპანტები ჩვენს მიწაზე სჩადიან, რუსებს არც ღმერთი და არც ადამიანები არ ვაპატიებთ". - წერს კირილენკო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები