რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა დნიპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს – დაიღუპა 1 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დნიპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს. ოკუპანტების იერიშების შედეგად ერთი ადამიანი, 48 წლის მამაკაცი დაიღუპა. აგრეთვე, განადგურდა 8 შენობა. ამის შესახებ ინფორმაცია დნიპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვალენტინ რეზნიჩენკომ გაავრცელა.

"ოკუპანტებმა ქალაქ პავლოჰრადში 3 რაკეტა ისროლეს, რომლებიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურას დაეცა. შენობების გარდა, განადგურდა 3 ავტომობილი და 1 სატვირთო მანქანა. 2 რაკეტა კი სამრეწველო საწარმოს დაეცა, რომელიც სრულად განადგურებულია". - წერს რეზნიჩენკო.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები