რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი კიევში არიან – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი ამბობს, რომ აშშ-ს თავდაცვის მდივანი და სახელმწიფო მდივანი - ლოიდ ოსტინი და ენტონი ბლინკენი კიევში არიან. 

არესტოვიჩის ინფორმაციით, ისინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდებიან.  

ოსტინისა და ბლინკენის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ზელენსკიმ გუშინ, 23 აპრილს გაავრცელა. ზელენსკი ასევე იმედოვნებს, რომ ძალიან მალე უსაფრთხოების ვითარება საშუალებას მისცემს აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს პირადად ჩავიდეს უკრაინაში.

ზელენსკის თქმით, ლოიდ ოსტინთან და ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე განხილული იქნება უკრაინისთვის საჭირო იარაღი და მისი მიწოდების ტემპი. 

"რატომ არის მნიშვნელოვანი ლიდერების ჩვენთან ჩამოსვლა? მე გაგცემთ პრაგმატულ პასუხს, რადგან ისინი აქ ცარიელი ხელებით არ უნდა ჩამოვიდნენ. ველოდებით არა საჩუქრებს ან ტკბილეულს, არამედ კონკრეტულ პირობებსა და იარაღს". - თქვა პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ განმარტა, რომ ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში შედგება, მაგრამ ესმის, რომ მისი ამერიკელი კოლეგის გადაწყვეტილება დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე. 

კომენტარები