კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 92 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 1.37%-ია

VERGE

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 6 708 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 92 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 241 ადამიანი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.37%-ია, ბოლო 14 დღის – 1.20% ხოლო 7 დღის – 1.15%.

92 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 46 შემთხვევა, აჭარა – 10, იმერეთი – 11, ქვემო ქართლი – 1, შიდა ქართლი – 4, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 2, კახეთი – 10, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 638-ია, 319 ადამიანი საავადმყოფოში, ხოლო 67 რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 654 255 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 635 791, ხოლო გარდაიცვალა 16 800 ადამიანი.

კომენტარები