რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მსოფლიო ბანკი: უკრაინაში ომის შედეგად ფიზიკური ზიანი $60 მილიარდს აღწევს

Alexander Ermochenko/Reuters

უკრაინაში ომის შედედეგად შენობებსა და ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანი $60 მილიარდს აღწევს. ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დეივიდ მალპასმა ისაუბრა. მისი თქმით, ომის გაგრძელებასთან ერთად აღნიშნული რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

მალპასმა მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის საკითხის განხილვისას აღნიშნა, რომ ახლანდელი გათვლები არ მოიცავს იმ მზარდ ეკონომიკურ ფასს, რომელიც უკრაინაში ომის შედეგად არის გამოწვეული.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები