რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

ლატვიის ახალი კანონით, მათ, ვინც ომის დანაშაულებს უჭერენ მხარს, მოქალაქეობა ჩამოერთმევათ

ლატვიის პარლამენტმა ახალი კანონი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს, რომლებიც მხარს უჭერენ გენოციდს, მშვიდობის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ დანაშაულებს, შესაძლოა, მოქალაქეობა ჩამოერთვათ. 

კენჭისყრის შედეგად აღნიშნულ კანონმდებლობას 62-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 იყო წინააღმდეგი, ხოლო 14-მა თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან. 

კანონმდებლობა ეხება მხოლოდ იმ პირებს, ვინც ერთზე მეტი ქვეყნის მოქალაქეები არიან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები