კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 1 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 161 ახალი შემთხვევა, დადებითობა 0.89%-ია

VERGE

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 18 178 ტესტი და გამოვლინდა ინფიცირების 161 ახალი შემთხვევა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 0.89%-ია. გასულ დღე-ღამეში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 301 პირი.

ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 1.23%-ია, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 1.12%.

ინფიცირების 161 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარა – 9, იმერეთი – 20, ქვემო ქართლი – 9, შიდა ქართლი – 7, გურია – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 4, კახეთი – 13, მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 964 საიდანაც, 335 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 73 პირი. 1 629 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით 1 654 076 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 635 291 და გარდაიცვალა 16 795 პირი.

კომენტარები