რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზახაროვა: უკრაინული მხარის მიმართ მოლაპარაკებებში არანაირი ნდობა აღარ არსებობს

მარია ზახაროვა
RT

"აქ უკვე საუბარი არ არის "ნდობასა და გადამოწმებაზე" - აქ მხოლოდ "გადამოწმებაზეა" საუბარი, რადგან ნდობა ამ ხალხის მიმართ უკვე აღარ არსებობს". – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ხაზაროვა რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებზე.

ზახაროვას თქმით, უკრაინის ხელისუფლება მოლაპარაკებებთან დაკავშირებით აზრს ხშირად იცვლის და უკრაინული მხარის ქმედებას ცირკი უწოდა.

"იმ ადამიანის ოფისიდან, რომელიც საკუთარ თავს უკრაინის პრეზიდენტს უწოდებს და შესაბამისი უფლებამოსილებით არის დაჯილდოვებული, მოლაპარაკებების გამართვის მოთხოვნა იყო, რუსეთმა ამ მოთხოვნაზე უარი არ თქვა. შემდეგ დაიწყო, როგორც ყოველთვის, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ცირკი კიევის რეჟიმის მხრიდან: ხან მოდიან, ხან არა, ხან მონაწილეობენ, ხან არა. [...] მზად იყო მოსკოვი ამისთვის? რა თქმა უნდა". – თქვა ზახაროვამ

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები