რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლიცია პარიზის რუსულ ეკლესიაში ხანძრის გამომწვევ მიზეზს იძიებს

საფრანგეთის პოლიციამ აღდგომის კვირას პარიზის ცენტრში მდებარე პატარა რუსულ ტაძარში ხანძრის გამომწვევ მიზეზების შესახებ გამოძიება დაიწყო.

17 აპრილს პარიზის მეთხუთმეტე ოლქის, სენ-სერაფინ-დე-საროვში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად 60-მდე მეხანძრე გაიგზავნა. პარიზის სახანძრო სამსახურის ცნობით, ზარალი დიდი იყო, თუმცა ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"ანტიმინები (საკურთხევლის ქსოვილი) და ეპიტაფიოსი (ქრისტეს ცხედრის გამოსახულება) ხელუხლებელია. დანარჩენი თითქმის ყველაფერი დაიწვა". - აღნიშნა პოლიციამ. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, საფრანგეთში რუსეთთან დაკავშირებული შენობებზე, მათ შორის პარიზის რუსეთის ხელოვნების მუზეუმზე, ვანდალიზმის ფაქტები გახშირდა.

კომენტარები