ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინი ახალი ტიპის ტაქტიკური იარაღის გამოცდას დაესწრო

KCNA

კიმ ჩენ ინი ახალი ტიპის ტაქტიკური იარაღის გამოცდას დაესწრო. ინფორმაციას ამის შესახებ ჩრდილო კორეული მედია ავრცელებს.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების ცნობით, 17 აპრილს ორი გაშვებული ჭურვი შეინიშნა ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროდან ზღვის მიმართულებით, მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნული ჭურვები მცირე-სიშორის რაკეტები იყო. 

"ახალი ტიპის ტაქტიკური იარაღის სისტემას, რომელიც შემუშავებულია პარტიის ცენტრალური კომიტეტის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ, მნიშვნელოვანია ფრონტის შორეული საარტილერიო დანაყოფების ცეცხლსასროლი ძალების მკვეთრად გასაუმჯობესებლად და ჩრდილოეთ კორეის ტაქტიკური ბირთვული იარაღის ოპერაციების ეფექტურობის გასაძლიერებლად". – წერს ჩრდილო კორეული მედია

24 მარტს, ჩრდილოეთ კორეამ გამოცხადებული მისივე მორატორიუმი დაარღვია და აკრძალული კონტინენტთაშორისი რაკეტა გამოსცადა. სამხრეთ კორეისა და აშშ-ს მაღალჩინოსნების ვარაუდით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის გამოცდების გაგრძელებას გეგმავს.

კომენტარები