რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის პროკურატურა: მარიუპოლს მიღმა, ოკუპანტების აგრესიას 205 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, ოკუპანტებმა 205 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 362-ზე მეტი. 

"567-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად. აქედან 205 ბავშვი დაიღუპა, 362-ზე მეტი კი დაშავდა". – წერს პროკურატურა

ყველაზე მეტი ბავშვი უკრაინის შემდეგ ოლქებში დაშავდა: დონეცკში - 117, კიევში - 107 ხარკოვში - 91, ჩერნიგოვის - 54, ლუგანსკის - 36, ნიკოლაევის - 40, ხერსონის - 43, ზაპოროჟიეს - 23, სუმის - 16, ჟიტომირის - 15.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები