რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

EU-ში შესვლის აკრძალვის გამო პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე სატვირთოების 80-კილომეტრიანი რიგია

Reuters

ევროკავშირის მიერ რუსეთსა და ბელარუსში რეგისტრირებული სატვირთო მანქანების მის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის შემდეგ პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე სატვირთოების 80-კილომეტრიანი საცობი შეიქმნა.

ევროკავშირის მიერ რუსეთისა და ბელარუსის სატვირთო მანქანებისთვის ბლოკის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ნაწილია და ის ძალაში 17 აპრილის შემდეგ შედის.

ჯერჯერობით, გაურკვეველია რა ბედი ეწევა რუსეთსა და ბელარუსში რეგისტრირებულ ათასობით სხვა სატვირთოს, რომელიც ამჟამად ევროკავშირის ტერიტორიაზეა.

ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვა ჯერჯერობით არ ვრცელდება ფარმაცევტული, სამედიცინო, სასოფლო-სამეურნო პროდუქტების, ასევე ენერგორესურსების, ფერადი ლითონებისა და სასუქების გადაზიდვაზე.

საპასუხოდ, ბელარუსმა ევროკავშირში რეგისტრირებულ სატვირთო მანქანებს მის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები