რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ულტიმატუმის მიუხედავად, მარიუპოლის მცველები ბრძოლას აგრძელებენ

უკრაინელი სამხედრო, მარიუპოლი. 12 მარტი, 2022
AP Photo/Mstyslav Chernov

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, მარიუპოლში დარჩენილი უკრაინელი მებრძოლები კვლავ იბრძვიან და დანებების შესახებ რუსეთის მოთხოვნას არ ემორჩილებიან.

"ქალაქი ჯერ კიდევ არ დაცემულა [...] რუსები მარიუპოლს სრულად  ვერ აკონტროლებენ". – თქვა შმიგალმა.

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს კიდევ ერთხელ წაუყენეს ულტიმატუმი და მათ დანებებისთვის 17 აპრილის 06:00 საათიდან 13:00 საათამდე (მოსკოვის დროით) იარაღის დაყრისა და ნებაყოფლობით ჩაბარებისკენ მოუწოდეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები