რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს – დაიღუპა 5 და დაშავდა 13 ადამიანი

Chris McGrath/Getty Images

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს. თავდასხმების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. 

BBC-ის ცნობით, დაიბომბა ხარკოვის ცენტრი. ადგილზე მაშველები მუშაობენ. ხარკოვი დღეს უკვე მესამედ დაიბომბა. 

16 აპრილს ოკუპანტების თავდასხმებს ხარკოვში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 31 დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვია. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები