ილონ მასკი

Twitter: მასკის შემოთავაზებას კომპანიის აქციების სრულად ყიდვის შესახებ, ყურადღებით განვიხილავთ

სოციალური ქსელი Twitter-ი Tesla-ს და SpaceX-ის ხელმძღვანელის, ილონ მასკის კომპანიის აქციების სრულად შეძენის შესახებ გაკეთებულ შეთავაზებას გამოეხმაურა.

"Twitter-ი ადასტურებს, რომ მიიღო მოხალისეობრივი და არასავალდებულო შეთავაზება ილონ მასკისგან კოპანიის აქციების სრულად შეძენის შესახებ – თითოეულ აქციაში $54.20 აშშ დოლარი. Twitter-ის დირექტორთა საბჭო შეთავაზებას ყურადღებით განიხილავს და გადაწყვეტილებას კოპანიისა და მისი აქციონერების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიიღებს". - წერია Twitter-ის განცხადებაში.

ილონ მასკმა მიერ Twitter-ის ყიდვის სურვილი გუშინ გამოთქვა. მისი თქმით, ის მზად არის Twitter-ის თითოეულ აქციაში $54.20 გადაიხადოს, შესაბამისად სოციალური პლატფორმის სრულად შეძენა მასკს $43.4 მილიარდ დოლარამდე დაუჯდება.

მასკის თქმით, შეთავაზების წარუმატებლობის შემთხვევაში ის მის მფლობელობაში უკვე არსებულ აქციების გაყიდვაზე დაფიქრდება.

5 აპრილს Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა $3 მილიარდის ღირებულების Twitter-ის აქციების 9.2% შეიძინა, რაც მას კომპანიის უმსხვილეს აქციონერად აქცევს. აღსანიშნავია, რომ მასკის შენაძენი ოთხჯერ აღემატება დამფუძნებლის, ჯეკ დორსის 2.25%-ს.

კომენტარები