საქართველოს პარლამენტი

ნაცვლიშვილი: მნიშვნელოვანია, უკრაინაში საქართველო არ იყოს წარმოდგენილი ერთპარტიულად

მნიშვნელოვანია, ეს ვიზიტი შედგეს, და მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტზე საქართველო არ იყოს წარმოდგენილი ერთპარტიულად, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არ ეკუთვნის რომელიმე ერთ, მათ შორის, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას და იქ წარმოდგენილი უნდა იქნეს საქართველოს მრავალფეროვანი, მათ შორის პოლიტიკურად მრავალფეროვანი საზოგადოება, რომელიც პოლიტიკური მწვავე განსხვავების მიუხედავად, გაერთიანებული ვართ უკრაინის საკითხის ირგვლივ.

შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც ლელომ მიიღო და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა, არის სწორი. სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობა არ უერთდება ამ გადაწყვეტილებას.

ლელოს ერთერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტზე.

კომენტარები