საქართველო-უკრაინა

უკრაინაში 8 დეპუტატისგან შემდგარი საპარლამენტო დელეგაცია გაემგზავრება – სია

საქართველოს პარლამენტი / Facebook

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, უკრაინაში 8 დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, უკრაინაში გაემგზავრებიან - ქართული ოცნების წევრები, დავით სერგეენკო და არჩილ თალაკვაძე, მოქალაქეების წარმომადგენელი, ლევან იოსელიანი, ასევე, ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი, გირჩის წარმომადგენელი - ვახტანგ მეგრელიშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, ხათუნა სამნიძე და პარტია საქართველოსთვის წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი. 

მედიის ინფორმაციით, ისინი უკრაინაში, სავარაუდოდ, ხვალ, 15 აპრილს გაემგზავრებიან. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, მმართველ პარტიასთან ერთად უკრაინაშ არ წავიდნენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, "მართებული არ არის" ქართულ ოცნებასთან ერთად დელეგაციაში ყოფნა. საპასუხოდ, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ყველაფერი იდეალურად დალაგდა" და, მისივე სიტყვებით, "ომის პარტია ბორტს მიღმა უნდა იყოს".  

უკრაინის რადის თავმჯდომარემ თავდაპირველად ქვეყანაში კოლეგა, შალვა პაპუაშვილი მიიწვია, თუმცა პაპუაშვილმა საპასუხოდ თქვა, რომ კონტრაბანდაზე უკრაინის წარმომადგენლების მიერ გაკეტებული განცხადებების შემდეგ განმარტებების გარეშე მიწვევა "არასათანადო" იყო.  

პაპუაშვილმა და სტეფანჩუკმა 13 აპრილს ისაუბრეს, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დაწერა, რომ კოლეგასთან საუბრისა და სამთავრობო მედია იმედზე მისი ინტერვიუს მოსმენის შემდეგ დარწმუნდა, რომ "ყველა უხერხულობისა და გაუგებრობის მოგვარების შესაძლებლობა არსებობს" და, მისივე სიტყვებით, ამისთვის მნიშვნელოვან როლს უკრაინაში მისი ვიზიტი შეასრულებს. 

კომენტარები