საქართველოს პარლამენტი

იოსელიანი ენმ-ს: არასერიოზულია არგუმენტი, რომ "ვიღაცასთან ერთად არ ჩავჯდები თვითმფრინავში"

ძალიან სამწუხაროა ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილება. მათ უარი თქვეს, სამძიმარზე წამოვიდნენ ჩვენთან ერთად უკრაინაში, რომ ჩავიდეთ ბუჩაში და ამ ადამიანებს ვაჩვენოთ ჩვენი სოლიდარობა. ამ სოლიდარობის ჩვენებაზე რომ თქვეს უარი, ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ მე მგონი, ჩვენს შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაზე მეტია უკრაინაში არებული ტრაგედია და ვითარება.

არგუმენტი, რომ ვიღაცასთან ერთად არ ჩავჯდები თვითმფრინავში თუ მანქანაში, ეს არ არის სერიოზული.

პარტია მოქალაქეების ლიდერი, პარლამენტის ვიცესპიკერი ლევან იოსელიანი ენმ-ს გადაწყვეტილებაზე, რომ საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უკრაინაში არ წავიდეს. ხატია დეკანოიძის შეფასებით, "მართებული არ არის" ქართულ ოცნებასთან ერთად დელეგაციაში ყოფნა.

კომენტარები