რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: თუ დივერსიის მცდელობები გაგრძელდება, კიევში გადაწყვეტილების ცენტრებს დავარტყამთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დივერსიები და თავდასხმის მცდელობები შეინიშნება.

სამინისტროს თქმით, თუ ასეთი ინციტენდები გაგრძელდება, რუსეთი თავდასხმას პირდაპირ კიევზე მიიტანს. 

"რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხედავს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დივერსიისა და თავდასხმის  მცდელობებს. თუ ასეთი ინციდენტები გაგრძელდება, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები დაარტყამენ გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს, მათ შორის კიევშიც, რისგანაც რუსეთის შეიარაღებული ძალები ჯერჯერობით თავს იკავებენ". - წერია განცხადებაში

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს

 

კომენტარები