რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ამერიკელ და კანადელ პოლიტიკოსებს სანქციებს უწესებს

REUTERS

რუსეთი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის 398 წევრსა და 87 კანადელ სენატორს სანქციებს უწესებს. ინფორმაციას Interfax news რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოფიციალურმა მოსკოვმა სანქციების დაწესება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 24 მარტს ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატების უმრავლესობას სანქციებს დაუწესა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქცირებულ პირებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ.

"უახლოეს მომავალში რუსეთი ახალ საპასუხო ზომებს მიიღებს, რაც სანქცირებულ პირთა რაოდენობას გაზრდის". - ინფორმაციას Interfax ავრცელებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები