რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ეუთო: არსებობს რუსეთის ომის სავარაუდო დანაშაულების მტკიცებულებები

მარიუპოლი

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს იძიებს. 

მოხსენებაში, რომელიც თებერვლის ბოლოსა და მარტის მოვლენებს მოიცავს, ნათქვამია, რომ არსებობს მტკიცებულებები რუსული ძალების მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის შესახებ.

მათ შორის სიცოცხლის უფლების დარღვევა, სექსუალური ძალადობა, სასამართლო მკვლელობები, იძულებითი დეპორტაცია, ადამიანის ფარად გამოყენების შემთხვევები, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველთა გაუჩინარდება.

ანგარიშში ასევე წერია, რომ რუსი სამხედროები თავს ჰუმანიტარულ კოლონებს დაესხნენ. ეუთოს ამის მაგალითად 9 აპრილს მარიუპოლის სამშობიაროზე თავდასხმა მოჰყავს - ბრალდებას მოსკოვი უარყოფს.

მოხსენებაში ასევე ვკითხულობთ, რომ 16 მარტს რუსეთის თავდასხმა მარიუპოლის დრამატულ თეატრზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს, ომის დანაშაულია.

ეუთოს ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ დარღვევის ნიშნებს უკრაინასთან მიმართებითაც ვხვდებით. მაგალითად, სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის კუთხით, თუმცა ორგანიზაციის ცნობით, რუსეთის დანაშაულებთან ისინი ახლოსაც ვერ მივლენ.
 

კომენტარები