რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ირანისგან ერაყიდან შესულ კონტაბანდულ იარაღს იღებს – GUARDIAN

Photograph: AP

რუსეთი უკრაინაში ომის წარმოებისთვის ირანული იარაღის კონტრაბანდის ქსელის დახმარებით ერაყიდან საბრძოლო მასალასა და სამხედრო ტექნიკას იღებს

The Guardian-ის წყაროს თქმით, თეირანის ხელისუფლებამ მოსკოვს რუსული С-300-ის მსგავსი ირანული წარმოების სარაკეტო სისტემა Bavar 373 გადასცა.

2003 წლიდან აშშ-სა და დასავლეთის ჯარები ერაყშია განთავსებული. ამბოხებული ჯგუფებისგან თავდასაცავად აშშ-მ გაწვრთნა და მოამარაგა ბაღდადის მთავრობის შეიარაღებული ძალები. ომის ორი ათწლეულის შემდეგ, ქვეყანა სრულად შეიარაღებულია. ამ იარაღის დიდი ნაწილი ლეგალურად მიიღო ირანის მხარდაჭერილმა შიიტურმა დაჯგუფებამ, მიუხედავად იმისა, რომ ეწინააღმდეგებოდნენ ქვეყანაში ამერიკის ყოფნას. ეს დაჯგუფება 2016 წლიდან ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად ერაყის  შეიარაღებულ ძალებში გაერთიანდა. 

შიიტური დაჯგუფება ჰაშდ ალ-შააბის მფლობელობაში მყოფი ტანკსაწინააღმდეგო იარაღები 26 მარტს სალამჯარას სასაზღვრო პუნქტით ირანში გადაზიდეს. ეს შეიარაღება ირანელმა სამხედროებმა მიიღეს და რუსეთში ზღვით გადაიტანეს. ამის შესახებ The Guardian-თან დაჯგუფების მეთაურმა ისაუბრა.

ასევე, ჰაშდ ალ-შააბმა დაშალა და ერაყიდან ირანში გააგზავნა ბრაზილიური წარმოების Astros II სარაკეტო გამშვები სისტემა. 

"ჩვენ არ გვაინტერესებს სად მიდის მძიმე ტექნიკა [რადგან ჩვენ არ გვჭირდება ის ამ მომენტში]. ყველაფერი, რაც აშშ-ს საწინააღმდეგოა, გვახარებს". – აღნიშნა მეთაურმა. 

გავრცელებული ინფორმაციით, რუს მწარმოებლებს ახალმა შეზღუდვებმა მძიმე დარტყმა მიაყენა. უკრაინამ განაცხადა, რომ ქვეყნის მთავარი ჯავშანტექნიკის, ისევე როგორც ტრაქტორების ქარხანაში ტანკების დასამზადებლად და შესაკეთებლად ნაწილები ამოიწურა. 

24 თებერვლის შემდეგ დაწესებულმა სანქციებმა დააზარალა რუსეთის სამხედრო მდგომარეობა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის თქმით, კოორდინირებულმა საერთაშორისო სანქციებმა რუსეთს სამხედრო ოპერაციებისთვის გამოყოფილი რესურსების 60% გაყინა

სტატიის ბოლოს ავტორი ეხება უკრაინის სადაზვერვო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებასა და საქართველოს პასუხს. 

კომენტარები