რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

თრასი: დამანგრეველი სანქციები რუსეთს საბჭოთა ეპოქაში დააბრუნებს

ლიზ თრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის თქმით, კოორდინირებულმა საერთაშორისო სანქციებმა რუსეთს სამხედრო ოპერაციებისთვის გამოყოფილი რესურსების 60% გაუყინა

პოლონელ კოლეგასთან, ზბიგნევ რაუსთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას თრასმა თქვა, რომ რუსეთის $604 მილიარდის სავალუტო რეზერვებიდან $350 მილიარდზე მეტი მოსკოვისთვის მიუწვდომელია.

"ეს დამანგრეველი სანქციები რუსეთის ეკონომიკას საბჭოთა ეპოქაში აბრუნებს" - ამბობს ლიზ თრასი.

ასევე, ამ კვირის შეხვედრის წინ თრასმა G7-ის ქვეყნებს მოუწოდა, გაამკაცრონ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოსკოვის წინააღმდეგ გამკაცრებული სანქციები გარდა რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის შეზღუდვისა, უნდა მიემართებოდეს გემების, ბანკებისა და ოქროთი ვაჭრობის საკითხებს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები