რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი უკრაინაზე: შეჯახება გარდაუვალი იყო, თავდასხმისთვის დროს არჩევდნენ

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინასთან "შეჯახება" გარდაუვალი იყო, რადგან ისინი თავდასხმისთვის დროს არჩევდნენ.

პუტინის თქმით დასავლეთი უკრაინას ანტირუსულ პლაცდარმად აყალიბებდა და ხელს უწყობდა ნეონაციზმის განვითარებას. 

"დაიწყეს უკრაინის ანტირუსულ პლაცდარმად გადაკეთება, დაიწყეს ნაციზმისა და ნეონაციზმის უკვე დიდ ხანს არსებული თესლების გაღვივება... სპეციალურად ზრდიდნენ ნეონაციზმის ყლორტს და რუსეთის შეჯახება ამ ძალებთან იყო გარდაუვალი, ისინი მხოლოდ თავდასხმისთვის დროს არჩევდნენ... ეს ცხადი რამაა: ეს იყო გარდაუვალი, მხოლოდ დროის საკითხს წარმოადგენდა". – თქვა პუტინმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები