საპარლამენტო გუნდმა უკვე გამოხატა მზადყოფნა უკრაინაში ვიზიტისთვის და რასაკვირველია, როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება გავემგზავრებით, რათა მივუსამძიმროთ კიდევ ერთხელ უკრაინას, ის მძიმე ადამიანური დანაკარგები, რაც ამ ომს თან ახლავს. მე ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ომის დაწყების დღიდან საქართველოს ხელისუფლება ყველა საერთაშორისო ფორმატში მხარს უჭერს უკრაინას და როგორც გაეროში, ეუთოში, ევროპის საბჭოსა და ჰააგაში, ეს გადაწყვეტილებები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან იყო მხარდაჭერილი.
საქართველო-უკრაინა
თალაკვაძე უკრაინაში ვიზიტზე: როცა შესაძლებლობა იქნება გავემგზავრებით, მივუსამძიმრებთ
tbl.ge/5yga
დაკოპირდა

პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე უკრაინაში ვიზიტზე საუბრისას. 8 აპრილს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა თქვა, რომ ბუჩის დანაშაულების შესაფასებლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს უკრაინამ მოწვევა გაუგზავნა. იმავე დღეს პაპუაშვილმა "განმარტების გარეშე" ბუჩაში ოფიციალურ მიწვევას "არასათანადო" უწოდა. 11 აპრილს კი ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ "საპარლამენტო უმრავლესობის წევრები მზად არიან უკრაინაში წასასვლელად".
საქართველო-უკრაინარუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომიარჩილ თალაკვაძექართული ოცნებაუკრაინასაქართველოვიზიტი უკრაინაში
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




