რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის თავდაცვა: აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლა მომდევნო 2-3 კვირა უფრო ინტენსიური გახდება

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამხედრო მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

"აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ინტენსიური გახდება, რადგან რუსეთი საკუთარი ძალების ფოკუსირებას სწორედ იქ ახდენს. რუსული არმიის შეტევები კვლავაც ფოკუსირებულია უკრაინულ პოზიციებზე დონეცკსა და ლუგანსკთან ახლოს. ასევე, ბრძოლები გრძელდება ხერსონისა და ნიკოლაევის ირგვლივ. განახლდა ზეწოლა კრამატორსკზეც. რუსული ძალები განაგრძობენ ბელარუსიდან გამოსვლას, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებები კიდევ უფრო გააძლიერონ". - წერს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ტვიტერის გვერდზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები