რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კანადამ რუსეთის თავდაცვის სექტორთან აფილირებულ 33 კომპანიას სანქციები დაუწესა

Frank Gunn/The Canadian Press

კანადამ რუსეთის თავდაცვის სექტორთან აფილირებულ კომპანიებს სანქციები დაუწესა. სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის თავდაცვის სექტორის 33 კომპანიას ეხება, რომლებიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ომში დახმარებას უწევდნენ.

"აღნიშნული სუბიექტები წარმოადგენდნენ ირიბ ან პირდაპირ დახმარებას რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის და შესაბამისად, უკრაინაში ვლადიმირ პუტინის უაზრო ომით გამოწვეული ტკივილისა და ტანჯვის თნამონაწილენი არიან. [...] კანადა აგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს, საერთაშორისო პარტნიორებთან მოქმედებების კოორდინირებასა და ახალი ზომების შესაძლებლობების ძიებას". – წერია ოფიციალურ განცხადებაში

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები