რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სამხედრო ოპერაციებს არ შეაჩერებს

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდებისთვის უკრაინაში სამხედრო ოპერაციებს არ შეაჩერებს.

რუსეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს ისე სწრაფად, როგორც საჭიროა და დასავლეთს მოლაპარაკებების ჩაშლაში დებენ ბრალს.

რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა თქვა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.

"მას შემდეგ რაც დავრწმუნდით, რომ უკრაინელები იმავეს გაკეთებას არ აპირებენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სანამ საბოლოო შეთანხმებას არ მივაღწევთ, შეტევითი ოპერაციები გავაგრძელოთ". - თქვა ლავროვმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რედაქტირება

კომენტარები