რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი სამხრეთ კორეას იარაღით დახმარებას სთხოვს

ვოლოდიმირ ზელენსკი
UNIAN

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტთან მიმართვისას რუსეთის წინააღმდეგ ქვეყნის დასაცავად იარაღით დახმარება მოითხოვა

"უკრაინას სჭირდება სამხედრო დახმარება, მათ შორის თვითმფრინავები და ტანკები". - უთხრა პრეზიდენტმა კანონშემოქმედებს. 

მანამდე, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა, ბუ სეუნ-ჩანიმ თქვა, რომ სამინისტრომ უარყო უკრაინის მოთხოვნა, მიეღო საზენიტო იარაღის სისტემა. მისი განმარტებით, სამხრეთ კორეას საკუთარი "ეროვნული უსაფრთხოების მდგომარეობისა და სამხედრო მზადყოფნის გათვალისწინებით" არ შეუძლია ლეტალური იარაღის მიწოდება. 

სეული ერთგული რჩება საკუთარი განცხადების, რომ იგი უკრაინას არ მიაწვდის ლეტალურ იარაღს და არ გაგზავნის სამხედროებს. გასულ თვეს, სამხრეთ კორეამ უკრაინას $800 000 ღირებულების არალეტალური სამხედრო დახმარება მიაწოდა, მათ შორის ტყვიაგაუმტარი ჩაფხუტები, კარვები, საბნები, საწოლები, მზა კერძები (MREs), პირველადი დახმარების ნაკრები და მედიკამენტები. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები