რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა – ოქრუაშვილი ქართველ მებრძოლებზე

UNIAN

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. 

"9 აპრილი ასე დაგვებედა. 2 დაღუპული და 5 დაჭრილი დაგვემატა". - წერს ოქრუაშვილი. 

მანამდე, უკრაინაში 4 ქართველი მებრძოლი დაიღუპა - გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი და ბახვა ჩიქობავა. ბერიაშვილი, რატიანი და გობეჯიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს - ჯერჯერობით, ვერ ხერხდება ბახვა ჩიქობავას ჩამოსვენება.   

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები